FAQ

ხშირად დასმული კითხვები

სტუდენთთა მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი. თუ დამატებით კითხვები გაგიჩნდათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონი ნომერზე 577 95 60 50 ან მოგვწეროთ Facebook-ზე

როგორ შედის კურსებში?

თითოეული კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს, საშინაო დავალებებს, მასწავლებელთან უკუკავშირს, მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას (პროგრამების ფარგლებში); საბოლოო პროექტს და პორტფოლიოს.

როგორ ტარდება კურსები?

კურსი ტარდება სწავლების დისტანციურ ფორმატში. მოსწავლის გეოგრაფიულ ადგილსამყოფელს მნიშვნელობა არ აქვს. მოსწავლის სურვილის მიხედვით, კურსები შეიძლება ჩატარდეს ჯგუფურად ან ინდივიდუალურად. მოსწავლის სურვილის მიხედვით.

სწავლების საფასური?

ინდივიდუალური სწავლებისას, თითოეული კურსის (პროგრამის შესწავლის) ღირებულება შეადგენს 400ლ-ს. კომპლექსური სასწავლო პროგრამის შესწავლისას (მაგ. ფოტოშოფი, ილუსტრატორი,ინდიზაინი), გვაქვს 10% ფასდაკლება კურსების საერთო ღირებულებაზე, შესაძლებელია განვადებით გადახდაც.

სწავლის ხანგრძლივობა?

კომპლექსური პროგრამის შესწავლა მიმდინარეობს 5-6 თვის განმავლობაში, მაგრამ თითოეულ სტუდენტს შეუძლია ისწავლოს საკუთარი ტემპით, მისთვის მოსახერხებელ დროს.

ვინ ასწავლის კურსებს?

კურსები ტარდება სწავლების დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერების მიერ, სასწავლო პროგრამას და სტუდენტის წარმატებას პირადად ხელმძღვანელობს ვაჟა ქურხული.

სწავლების დასრულების შემდეგ

დიდი ცოდნის და სერთიფიკატის გარდა სტუდენტს ექნება პროფესიონალური პორტფოლიო. რომელსაც წარუდგენს პოტენციურ შემკვეთს / დამსაქმებელს.

დაშვების წინაპირობა?

სასწავლო პროგრამაში ჩასაწერად, უნდა დარეგისტრირდეთ, გაიაროთ გასაუბრება და გადაიხადოთ ტრენინგის საფასური.

პროგრამის ცოდნის დონე

ჩვენთან სწავლის დასაწყებად არ არის საჭირო გრაფიკულ რედაქტორებში მუშაობის უნარების ფლობა. ჩვენ გასწავლით ყველაფერს, რაც დაგჭირდებათ სამუშაოდ

განვადებით გადახდა

სწავლის გადახდა შესაძლებელია სრულად, ან ნაწილობრივ: სრული თანხის 1/8 -ის გადახდა ხდება სწავლის დაწყებისთანავე, ხოლო , დანარჩენი 7 გადახდა ყოველთვიურად. სრულად გადახდის შემთხვევაში მიიღებთ დამატებით 5% -იან ფასდაკლებას.

სერთიფიკატი

სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით შეასრულებენ ყველა დავალებას და პროგრამის შემაჯამებელ პროექტს, გადაეცემათ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

თანხის დაბრუნება

ტრენინგის ხარისხით უკმაყოფილო სტუდენტს სწავლის დაწყებიდან 30 დღის ვადაში უფლება აქვს მოითხოვოს უკან კურსის / კურსების სრული თანხა.