სასწავლო კურსები

Adobe Photoshop

Adobe Photoshop
სილაბუსი

ჩვენ გთავაზობთ რასტრულ გრაფიკაში ყველაზე პოპულარული გრაფიკული რედაქტორის — Photoshop- ის სასწავლო კურსებს. დღეს ფოტოშოპის ცოდნა წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნას ფოტო-მხატვრებისთვის, დიზაინერებისთვის, ვებდიზაინერებისთვის, დამკაბადონებლებისთვის, აგრეთვე საგამომცემლო ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებისთვის. Photoshop–ის შემსწავლელი ჩვენი სასწავლო კურსები განკუთვნილია არა მხოლოდ ახალბედა მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაეცნობიან პროგრამის ძირითად კონცეფციებს, არამედ პროფესიონალებისთვისაც, რომლებსაც სურთ პროგრამის გაფართოებული შესაძლებლობების შესწავლა. თქვენ შეისწავლით პროგრამის ინტერფეისს, გამოსახულების ცალკეული ელემენტების მონიშვნას, ფენებთან მუშაობას, ხატვას, რეტუშს და სურათის კორექტირებას.