CorelDRAW — ვექტორული სურათების შექმნისა და დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი საშუალებაა. შესაძლებლობების ფართო სპექტრი და გასაგები ინტერფეისი პროგრამას ახალბედებისთვის და პროფესიონალებისთვისაც თანაბრად მოთხოვნადს ხდის. ქორელის საშუალებით შეიძლება სარეკლამო მაკეტების შექმნა, ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების გვერდების დაკაბადონება, ფოტოგამოსახულების რედაქტირება და სხვ. აქვს აგრეთვე რასტრული გრაფიკის რედაქტორიც, რაც ხდის პროგრამას უნივეერსალურს ნებისმიერი ტიპის გამოსახულებასთან სამუშაოდ.