ჩვენ შესახებ

ვაჟა ქურხული სტუდიის შესახებ:

ჩემი, როგორც მხატვარ-ილუსტრატორისა და პედაგოგის იდეა იყო შემექმნა სასწავლო სტუდია სახელწოდებით „ვაჟა ქურხულის სტუდია“, რომელიც ონლაინ რეჟიმში მოამზადებს კვალიფიციურ კადრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგეხსენებათ, რომ დღეს თბილისში არსებობს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პლატფორმები, რომლებიც ასწავლიან უშუალოდ დიზაინისა და ილუსტრაციების კომპიუტერულ პროგრამებს, თუმცა ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არ არის საკმარისი მაღალი კლასის ნამუშევრის შესაქმნელად. ფოტოს დამუშავებასა თუ ილუსტრაციის შექმნას ესაჭიროება კრეატიული უნარების განვითარება, კომპოზიციის, პერსპექტივის, ჩრდილებისა და ფერების თეორიის შესწავლა და ა. შ. ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც მხატვარ-ილუსტრატორის გამოცდილება, როგორც სახელოვნებო, ტექნიკური და ასევე საერთაშორისო ბაზრის ცოდნის კუთხით, ძალიან დაეხმარება ამ საქმიანობით დაინტერესებულ პირებს. დღემდე ვმუშაობ, როგორც კერძო ილუსტრატორი ქართული, ევროპული, ამერიკული და კანადური გამოცემებისთვის.

ჩვენთან ასწავლის ირინა ქიტუაშვილი, რომელიც არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დაკაბადონებისა და კომპიუტერული გრაფიკის დარგში, ასევე საგამომცემლო საქმის პედაგოგი «ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში».

ნინო კაჭახიძე, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის «ITVET» კურსდამთავრებულია და აქვს დიდი გამოცდილება კომპიუტერული გრაფიკის სწავლების საკითხში, არის ფრილანსერი.

ვინაიდან საბაზრო მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, გადავწყვიტეთ, რომ  შეგვექმნა ჩვენივე სტუდია, რომელიც მოამზადებს პროფესიონალ კადრებს და საუკეთესო სტუდენტებს ხელს შევუწყობთ მათი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო ადგილის შერჩევაში და შემდეგში ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობაში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი უპირველესი მიზანია ახალი თაობისთვის ცოდნის გადაცემა იმ სფეროში, რომელიც ძალიან მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია და არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები.

ჩვენი მიზანია, რომ ეს განათლება ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენის მცოდნე ნებისმიერი პირისათვის, შესაბამისად, სასწავლო პროცესი სრულად წარიმართება ონლაინ რეჟიმში, ამ ფორმატით შევძლებთ გეოგრაფიულად დავფაროთ მთელი საქართველო და ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართულენოვანი პირები, რომელთაც სურთ ახალი სპეციალობის შესწავლა, ან კვალიფიკაციის ამაღლება და შემოსავლის გაზრდა.

 ჩვენი სტუდია სპეციალური ფასდაკლებით ასწავლის შშმ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს.

ჩემი სწავლების მეთოდით ჩვენ ვასწავლით ყველა ინსტრუმენტს სათითაოდ და ერთი ინსტრუმენტის სწავლება სტუდენტისთვის უდრის ამ კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენებით ერთი სრულყოფილი ნამუშევრის შექმნას. სწორედ ამ მიდგომით ახერხებს სტუდენტი საფუძვლიანად ისწავლოს და დაიმახსოვროს ამა თუ იმ პროგრამის ყველა ფუნქციის პრაქტიკული გამოყენება.  მე, როგორც მხატვარს მარტივად შემიძლია ამოვიცნო შემოქმედებითი ნიჭის მქონე სტუდენტი და ის განვასხვავო ტექნიკური მონაცემების მქონე სტუდენტისგან. ერთი კონკრეტული დავალების შესასრულებლად ხატვის უნარის მქონე მსმენელი გამოიყენებს უფრო მხატვრულ ილეთებს (ესკიზის შექმნა ილუსტრაცია), ხოლო- ტექნიკური მონაცემების მქონე მსმენელი, იგივე დავალებას შეასრულებს უფრო ტექნიკური მიდგომით (გეომეტრიული ფიგურები, პრიმიტივები). ანუ პირველ შემთხვევაში მხატვრულია მიდგომა, ხოლო მეორეში უფრო აბსტრაქტული.